ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

ანა ნაცვლიშვილი - მთავარია, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, სტატუსი მიიღოს და პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სხვა ხელისუფლების პირობებში მიიღებს

ნახვები: 808 ანა ნაცვლიშვილი - მთავარია, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, სტატუსი მიიღოს და პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სხვა ხელისუფლების პირობებში მიიღებს

ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ მთავარია, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, წინ იაროს და სტატუსი მიიღოს. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სხვა ხელისუფლების პირობებში მიიღებს სტატუსს. ჩვენ ამის კომპლექსი არ გვაქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემაა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელსაც პოლიტიკური ნება ან რესურსი აქვს, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გაატაროს.

„დღეს მათი ძალაუფლება დგას სასამართლოს კონტროლზე, კორუფციულ სქემებზე. ეს ყველაფერი რომ შეცვალო და რეფორმას დაუქვემდებარო, ძალაუფლებას და მხარდაჭერას დაკარგავენ იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც თავისუფალი სასამართლო რომ არსებობდეს, თავისუფალი არ უნდა იყვნენ. მაგალითად, პროპაგანდისტები. კორუფციის მექანიზმები რომ არსებობდეს, ვერ უნდა იგებდნენ ტენდერებს. ნათელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რეკომენდაციების შესრულება საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მისი შესრულების შემთხვევაში, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა