ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე - 7-იდან 10 მარტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის მენიუ გამრავალფეროვნდა, მერე ისევ შეზღუდა საკვების მიღება და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა

ნახვები: 794 ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე - 7-იდან 10 მარტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის მენიუ გამრავალფეროვნდა, მერე ისევ შეზღუდა საკვების მიღება და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა

7-იდან 10 მარტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის მენიუ გამრავალფეროვნდა, მერე ისევ შეზღუდა საკვების მიღება და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ენდოკრინოლოგმა, „ვივამედის“ ექიმმა, სოფო მებუკემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე ყოველდღიურად ვითვლიდი კალორიებს, 7-იდან 10 მარტის ჩათვლით გამრავალფეროვნდა მისი მენიუ, თუმცა ეს იყო არასტაბილური, ეპიზოდური. მერე ისევ ისე გაგრძელდა, ისევ შეზღუდა და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა. დარწმუნების არაერთი მცდელობა, მათ შორის ფსიქოთერაპევტის ჩართვა კალორაჟის გასაზრდელად, უშედეგოა“,- აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.

როგორც სოფო მებუკე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ შესთავაზა მკურნალობის პროცესში პროფესორ ენდოკრინოლოგების ჩართულობა, თუმცა სააკაშვილი უარზეა. როგორც ენდოკრინოლოგი განმარტავს, პროფესორების ჩართვა მკურნალობის ტაქტიკის შეჯამებას ისახავდა მიზნად.

„ოჯახის წევრებს მოაქვთ ის პროდუქტები, რასაც პაციენტი იღებს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რაც მოუტანიათ, ისიც ბოლომდე არ აუთვისებია. მოაქვთ ძირითადად ის, რასაც იციან, რომ შეჭამს და არა ის, რასაც ჩვენ ვეუბნებით და რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მიიღოს. ძალან დიდი კითხვის ნიშნებია, რომ როგორ შეიძლება უფრო რთულად გადასამუშავებელი პროდუქტები იყოს მისთვის კარგად ასათვისებელი, ვიდრე სხვა სასარგებლო. ათი თვის მანძილზე საქმის კურსში ვარ მენიუსთან დაკავშირებით. ამ მხრივ ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერ გრძელდება ძველებურად. ის იღებს ბევრად ნაკლებ კალორაჟს, ვიდრე მას სჭირდება წონის შესანარჩუნებლად.

მასთან ბოლო ვიზიტი მქონდა 16 მარტს, როდესაც პირადად შევედი და კიდევ ერთხელ შევთავაზე აღნიშნულ საკითხში პროფესორ ენდოკრინოლოგების ჩართულობა და მოწვევა. აქ იყო დასახელებული 4-5 პროფესორი, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. ის გაღიზიანდა. ჩემი მიზანი იყო აზრთა შეჯერება მკურნალობის ტაქტიკის შეჯამება, დახმარება. არაერთხელ შევთავაზე პროცესში სხვა პროფესორების ჩართვა და სულ უარს ამბობს. ასევე უარზეა რეაბილიტაციის ჩატარებაზე, როგორიცაა მასაჟი, ფსიქოთერაპია. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივედით იმ კონდიციამდე, რომ მოხდეს მისი კვებითი მდგომარეობის გაუმჯობესებას“,- განაცხადა ექიმმა, ენოკრინოლოგმა სოფო მებუკემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა