გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან -თაკო ჩარკვიანის სკანდალური განცხადება

ნახვები: 778 ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან -თაკო ჩარკვიანის სკანდალური განცხადება

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც წევრიანდება ნიკანორ მელია. ჩარკვიანის ინფორმაციით, პარტიაში გაწევრიანებას აპირებს ხატია დეკანოიძეც.

„ჩემი ინფორმაციით, ახალი შეფუთვით წარმოჩინდება ბიძინა ივანიშვილი, ახალი პარტიით. 2015 წელს 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა „წყალკანალი“, წყლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა, ეს სახელმწიფოს ვალდებულება იყო. ასევე იყო ვალდებულება, რომ წყლის ტარიფი არ გაძვირდებოდა. არცერთი ვალდებულება არ სრულდება. 2016 წელს 240 მილიონ დოლარიანი ვალდებულება იხსნება, ანუ სახელმწიფო თავად იზარალებს თავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერის გამო, ივანიშვილის ხელისუფლება პრაქტიკულად ჩუქნის, ხსნის 240 მილიონი დოლარის ოდენობის ვალდებულებას და ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, შემდეგ შენ, როცა უნდათ, მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას. ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია. აი, რატომ ვებრძოდი მე ამ ყველაფერს და თავის დროზე რატომ ვამხილე ეს სქემა. მხოლოდ ნიკა მელია არა, ხატია დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მგონი, მისი თანხმობა უკვე არის“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა