უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დავით უსუფაშვილი - კეზერაშვილთან დაკავშირებით სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში მის წინააღმდეგ დევნის დაწყება, ეს არც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს და არც დამნაშავეობაზე

ნახვები: 553 დავით უსუფაშვილი - კეზერაშვილთან დაკავშირებით სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში მის წინააღმდეგ დევნის დაწყება, ეს არც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს და არც დამნაშავეობაზე

პოლიტიკური დევნა ნიშნავს, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელები თავიანთი პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე წყვეტენ, როდის და ვის მიმართ განვითარდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, კეზერაშვილთან დაკავშირებით სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში მის წინააღმდეგ დევნის დაწყება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „ლელოს“ ყოველი კაპიკი არის ღია, შემოწირულობაც და ხარჯებიც“.

„ჩვენ არ გვაფინანსებს. დიახ, კეზერაშვილთან დაკავშირებით სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში მის წინააღმდეგ დევნის დაწყება. ეს არც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს და არც მის დამნაშავეობაზე. უბრალოდ, როდის იწყებს პროკურატურა თაროზე შემოდებული საქმეების გადმოღებას, შემდეგ ისევ თაროზე შედებას, შემდეგ ისევ გადმოღებას და როცა ამ მანიპულაციებშია, დიახ, ამ შემთხვევაში, სრულიად ცალსახად, სახეზეა მომენტი, როცა ვიღაცას პოლიტიკურად აღარ მოსდის თვალში ან რაღაც ისე არ მიდის და დამოკიდებულებაა – აბა, მოდით, ამ კაცს მიმიხედეთ. მგონი, კეზერაშვილთან მიმართებაში პრემიერს აქვს ნათქვამი ხომ, მაშინ რაღაც არასწორად იყო და ახლა ნახეთ, რას ვუზამთო, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა