გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მამუკა ხაზარაძე - აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის

ნახვები: 781 მამუკა ხაზარაძე - აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება სიგნალია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში "ქართული ოცნების" მიმართ ნდობა საბოლოოდ ამოიწურა.

ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირება „განაჩენია“ არა მარტო ამ მოსამართლეებისთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც.

„აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ.

დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,- წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქზე".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა