გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ბადრი ჯაფარიძე -„ქართულო ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა

ნახვები: 478 ბადრი ჯაფარიძე -„ქართულო ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია მხარს უჭერს მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყრილობაზე, სტუმრის რანგში ყოფნისას განუცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ასეთი კომისია „საშუალებას მოგვცემს გამოვლენილი იქნეს ის ფაქტები, რომელიც დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ „ეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და იმართება „ქართული ოცნების“ ნების მიხედვით“.

„ქართულო ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუკი ისინი მართლაც აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რომელიც ასეთი სასამართლო ჩვენს სახელმწიფოს უქმნის“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, შეერთებული შტატების მიერ ოთხი პირის დასანქცირება არის მხარდაჭერის ნაბიჯი საქართველოს მიმართ და ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლომ დაიწყოს განთავისუფლება იმ მარწუხებისგან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ მართულმა კლანმა მოაქცია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ჩვენი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული უფლება ვის დაასანქცირებს, ვის აუკრძალავს შეერთებულ შტატებში შესვლას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ შეგნებულად ბლოკავდა 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„ქართული ოცნება“ შეგნებულად ბლოკავდა 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რასაც უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ დღეს „ქართული ოცნებისა“ და მისი კლანის მიერ სრულად მართული იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაბალანსდეს და იქ გაჩნდეს 5 დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის არამოსამართლე წევრი, რომელიც ხელს შეუშლის კლანის გადაწყვეტილების განხორციელებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერის თქმითვე, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ყველა კანდიდატი, რომელიც იყო დასახელებული და მისია აზრით, ახლა არის შესაძლებლობა, რომ კვლავ იქნას წარდგენილი კანდიდატები.

„ახლა, ჩემი აზრით, არის შესაძლებლობა, რომ კვლავ იქნას წარდგენილი კანდიდატები და 5 დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის პირი იქნეს დანიშნული როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი“, - დასძინა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა