4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

ნახვები: 495 რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს, უკრაინამ 100 მოქალაქე დაიბრუნა, მათ შორის სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის წევრები.

ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის, „აზოვსტალის“, „ჰოსტომელის“ დამცველები. ზოგიერთ მათგანს სერიოზული ჭრილობები აქვს მიღებული.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ თითოეულმა მათგანმა აუცილებელი დახმარება მიიღოს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაცვლის შედეგად რუსეთში 106 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.

სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე დააბრუნა მძიმედ დაჭრილი ხუთი ტყვე ოკუპანტი, მათ შორის უკრაინის ტყვეობაში მყოფი ერთადერთი ქალი. შტაბის ცნობით, მანამდე ამ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, რომ მათი ტრანსპორტირება ყოფილიყო შესაძლებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა