აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

The Guardian - პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში სიკვდილს უახლოვდება

17.04.2023 ნახვები: 565

თბილისის საავადმყოფოში ჩაკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა უძლურდება. მიხეილ სააკაშვილი პუტინის ამბიციების შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ საუბრობდა. ახლა ის მოსკოვის მორჩილი რეჟიმის მხრიდან წამების შესახებ საუბრობს, - ამის შესახებ საუბარია სტატიაში, „პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში სიკვდილს უახლოვდება“, რომელსაც გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც საავადმყოფოდან ვრცელდება, ის დაძაბუნებული და დაბნეული ჩანს.

"დამოუკიდებელი ექსპერტების ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა და მას მალე ორგანოების შეუქცევადი დაზიანება დაემუქრება. მათი თქმით, დაკავების შემდეგ, მისი წონა განახევრდა და 60 კგ-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ „იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელმაც თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე დააყენა, საქართველოს ბევრი დასავლელი მოკავშირის მიერ განიხილება, როგორც ქვეყნის მოსკოვის გავლენის ორბიტაზე უკან დახევის სიმბოლო. ამასთან, როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება მტკიცედ პროდასავლურია, მის მთავრობას ბრალს სდებენ რუსეთის ბრძანების ფარულად შესრულებაში“.

„ღიად პრორუსული პოზიცია ვერასოდეს განვითარდება საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მოგონებები 2008 წლის ომის შესახებ და მოსკოვი ჯერ კიდევ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა. თბილისის მასშტაბით შენობები უკრაინის დროშებით ან ვლადიმერ პუტინის შესახებ უხამსი წარწერებით არის მოხატული, მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ივანიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ითვლება, რომ აკონტროლებს „ქართული ოცნების“ მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, ევროინტეგრაციის დღის წესრიგში საბოტაჟს ახორციელებს“, - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ასევე, ორაზროვნად საუბრობს უკრაინის ომზე და ამის მიზეზად ასახელებს შიშს, რომ ზედმეტად ღიად პროუკრაინულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, რუსეთთან კონფლიქტის განახლება გამოიწვიოს.

გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 2013-2018 წლებში, განაცხადა, რომ "აუტანლად მტკივნეულია“ იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს მთავრობა ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, მაშინაც კი, როცა ბევრი ქართველი მოხალისე წავიდა საბრძოლველად“, - წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა: „თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება და მასზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე, მაშინ ეს ნაბიჯი აუცილებელია“.

„ამასთან, პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ ციხიდან გამოქვეყნებულ განცხადებაში გააკრიტიკა სააკაშვილის მიმართ „საშინელი და უგულო" მოპყრობა და განაცხადა, რომ ეს გავლენას ახდენს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საქართველოს განაცხადზე და "ამცირებს ნორმალური მომავლის შანსს", - აღნიშნულია სტატიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა