პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ევროკომისიამ, ციფრული სერვისების შესახებ კანონის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმებისა და საძიებო სისტემების პირველი სია განსაზღვრა

ნახვები: 504 ევროკომისიამ, ციფრული სერვისების შესახებ კანონის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმებისა და საძიებო სისტემების პირველი სია განსაზღვრა

ევროკომისიამ, ციფრული სერვისების შესახებ კანონის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმებისა და საძიებო სისტემების პირველი სია განსაზღვრა.

მათ შორისაა ონლაინ პლატფორმები: Alibaba AliExpress, Amazon Store, Apple AppStore, Booking.com, Facebook, Google Play, Google Maps, Google Shopping, Instagram, LinkedIn, Pinterest, Snapchat, TikTok, Twitter, Wikipedia, YouTube, Zalando.

საძიებო სისტემები: Bing, Google Search.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სიაში მოხვედრილმა პლატფორმებმა და საძიებო სისტემებმა მომდევნო ოთხი თვის ვადაში სრულად უნდა შეასრულონ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც მიმართულია ონლაინ მომხმარებლების, მათ შორის არასრულწლოვნების დაცვის მიმართულებით. აღნიშნულმა სერვისებმა უნდა შეაფასონ და შეამცირონ მათი სისტემური რისკები და უზრუნველყონ კონტენტის მოდერაციის საიმედო ინსტრუმენტები. აღნიშნული მოიცავს: დამატებით შესაძლებლობებს მომხმარებელთათვის, არასრულწლოვნების გაძლიერებულ დაცვას, კონტენტის უფრო ზედმიწევნით მოდერაციას, ნაკლებ დეზინფორმაციას, უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

ციფრული სერვისების შესახებ კანონი განხორციელდება პანევროპული საზედამხვედველო სტრუქტურის საშუალებით. კომისია მჭიდროდ ითანამშრომლებს ციფრული სერვისების კოორდინატორებთან ზედამხვედველობის ფარგლებში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს უწყებები უნდა შეიქმნას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის 17 თებერვლამდე.

კომისიამ ინიციატივა ციფრული სერვისების კანონის შესახებ 2020 წლის 15 დეკემბერს ციფრული ბაზრების შესახებ კანონთან ერთად წარადგინა, როგორც ყოვლისმომცველი ფორმატი, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფრო უსაფრთხო, უფრო სამართლიანი ციფრული სივრცე ყველასთვის. ციფრული სერვისების შესახებ კანონი ძალაში 2022 წლის 16 ნოემბერს შევიდა. მომხმარებლები მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ ურჩევენ მათ კონკრეტულ ინფორმაციას და ექნებათ უფლება, უარი თქვან სისტემურ რეკომენდაციებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა