4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ხალხმა კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას

ნახვები: 496 შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ხალხმა კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას

ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ბანერს, სადაც 2021 და 2023 წლებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა.

„კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა.

2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა – „თავისუფლება მიშას“, „ბომბების ცეცხლი მირჩევნია“, „საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“, „საქართველო სანქციებს გვერდს უვლის“, „არა რუსულ კანონს“, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“… ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო: წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება.

მართლაც, თითქოს „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ბეჯითად ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდნენ, რომ ჯერ ხალხი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ, ბოლოს კი ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან გაემიჯნათ.

სწორედ ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ მხარი და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი!

და ეს სათქმელი მკაფიოა: პოლიტიკოსებს, ვინც „ეროვნული ინტერესი“ საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდო, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა