სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

შალვა პაპუაშვილი - მოწოდებებით ჩანს, რომ კამპანია „მე ვისროლე“ ემსახურება „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ცეცხლის წაკიდებას, კამპანიას ევროპული და ამერიკული ფონდები აფინანსებენ

ნახვები: 500 შალვა პაპუაშვილი - მოწოდებებით ჩანს, რომ კამპანია „მე ვისროლე“ ემსახურება „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ცეცხლის წაკიდებას, კამპანიას ევროპული და ამერიკული ფონდები აფინანსებენ

აქციები და პროტესტი უკავშირდება არა იმ საკითხს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი, არამედ იმ ლოზუნგებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, აჩვენებს, რომ ისინი ამართლებენ თავად მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ისინი ამართლებენ ადამიანისთვის ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამართალდამცავებზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთვრობო ორგანიზაცია, რადიკალურ ჯგუფს მიეკუთვნება და ეს დიდი ხანია, ცნობილია. თუმცა, მისი თქმით, გაცილებით დიდი პრობლემაა, რომ მსგავსი პროპაგანდა და კამპანიები ფინანსდება ამერიკული და ევროპული წყაროებიდან.

„ჩვენი ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომ რადიკალურ ჯგუფს მიეკუთვნება, დიდი ხანია, ვიცით. პრობლემა არის ის, რომ ეს პროპაგანდა და კამპანია ფინანსდება ამერიკული და ევროპული წყაროებით. ვნახეთ, რომ ამ კამპანიის, რომლის მთავარი შინაარსი არის, რომ თუკი საჭიროა, დაშვებულ პოლიციელს გადაასხა ბენზინი და წაუკიდო ცეცხლი. „მე ვისროლე“ – ამას ნიშნავს ეს კამპანია, თუკი ვინმე ჩათვლის, რომ ეს სამართლიანია ეს და თუკი ვინმე ჩათვლის, რომ ეს საჭიროა, დასაშვებია ცოცხალი ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება. ამ კამპანიას აფინანსებენ ევროკავშირისა და ამერიკული ფონდები. კერძოდ, „სირცხვილია“ არის მოწინავე ამ კამპანიისა და სამწუხაროდ, ვინაიდან, დაფარულია ეს დაფინანსებები, ჩვენ ეს ცნობა არ გვაქვს, მაგრამ თავად აღიარებენ, რომ მათ აფინანსებს ამერიკის დემოკრატიული ფონდი (NED) და ევროკავშირის დემოკრატიის ფონდი (EED). შესაბამისად, ამერიკის გადასახადის გადამხდელებისა და ევროკავშირის მოქალაქეების გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდება ისეთი იდეოლოგიის დანერგვა, რომელიც გულისხმობს, რომ ცოცხალ ადამიანს შეიძლება, წაუკიდო ცეცხლი, თუკი შენ ეს საჭიროდ მიგაჩნია. ეს, კიდევ ერთხელ, აჩვენებს არაკეთილსინდისიერი დონორობის პრობლემას საქართველოში, როდესაც ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება ადამიანზე ცეცხლის წაკიდების გამართლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა