პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

„სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლოა, ნიკა მელიას წინააღმდეგ იყოს გამოყენებული“ - ბადრი ჯაფარიძე

ნახვები: 507 „სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლოა, ნიკა მელიას წინააღმდეგ იყოს გამოყენებული“ - ბადრი ჯაფარიძე

„როცა ჯერ კიდევ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული", - განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი განიხილავს.

ჯაფარიძის თქმით, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

„ახლა, როცა ჯერ კიდევ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ვნახოთ, როგორ იმსჯელებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ:

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა