პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გივი მიქანაძე - ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს იმ რეზოლუციებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გამოხატავს

ნახვები: 504 გივი მიქანაძე - ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს იმ რეზოლუციებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გამოხატავს

მმართველმა გუნდმა როგორც აქამდე, ამჯერადაც სრულფასოვნად დაუჭირა მხარი უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე, რომელიც ფაქტებით ამტკიცებს, რომ არაერთ ასობით რეზოლუციას თუ კონკრეტულ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო,  ინიციატორიც იყო ამ დეკლარაციების, რომ დაცული და მხარდაჭერილი ყოფილიყო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ განცხადებით იგი ეხმაურება ხელოვნურად აგორებულ, ბინძურ ფეიკ კამპანიას, რომელიც რადიკალებმა დაიწყეს, თითქოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, დელეგაციის წარმომადგენლებმა უმრავლესობის მხრიდან მონიტორინგის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენაზე მხარი დაუჭირეს სწორედ იმ რეზოლუციას, რომელიც ამ ფეიკნიუსის მთავარი ნაწილი გახდა.

„ამას ემატება ის გარემოება, რომ დელეგაციამ თავისი ვიზიტი დაასრულა ოთხშაბათს და დატოვა სტრასბურგი, ხოლო კენჭისყრა კონკრეტულ რეზოლუციასთან დაკავშირებით წარიმართებოდა ხუთშაბათს, რის გამოც ფიზიკურად დელეგაცია იქ ვერ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ და მეტს ვიტყვი, მოახლოებულ რეიკიავიკის სამიტზე, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ჩატარდება, სადაც მთავრობის პირველი პირები იქნებიან წარმოდგენილი 46 სახელმწიფოდან, გადის დეკლარაცია, რომლის ერთ-ერთი დანართი სწორედ ამ საკითხს ეხება და ჩვენ წინასწარ გაცხადებული გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ამ დეკლარაციის მიმართ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ფეიკ კამპანიაში ჩაერთნენ ისეთი პირები, როგორიცაა ბატონი გონჩარენკო, რომელიც თურმე იცლის საქართველოსთვის, ამ დროს კი მისი ოჯახის უახლოესი წევრების მიმართ კონკრეტული ბრალდება ჩნდება იმ ფინანსურ მაქინაციებზე და მითვისებულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო გახდა. აღარ მაქვს საუბარი ოპოზიციაზე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძემ დაასახელა რამდენიმე ფაქტი და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინასთან არის დაკავშირებული.

გივი მიქანაძის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა