4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თაკო ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს - გამიხარდებოდა ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - უზრდელი ხართ და წერტილი!

ნახვები: 495 თაკო ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს - გამიხარდებოდა ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - უზრდელი ხართ და წერტილი!

მე არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა - „ფარჩაკი“. რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების“ წევრს, ალუდა ღუდუშაურს.

მანამდე დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, მათ შორის ე.წ. ქოლცენტრების საკითხისა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოძიების აუცილებლობაზე.

„როცა ტრიბუნასთან ურცხვად დგახარ, შუბლის ძარღვგაწყვეტილი და გირგვლიანს ახსენებ, ოღონდ გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერს დღეს იცავ, ხალნო, ეს უკვე საგიჟეთია. რაზე ვკამათობთ, აქ! გამოვცვალოთ ეს ბინძური სისტემა, რომელიც 30 წელია გვაყირავებს. თუ ამ „კლანთან’ საქმეში არ ხართ გასულები, რატომ არ გვინდა სასამართლოს, დასანქცირებული მოსამართლეების საკითხის გამოძიება? ეს ხომ ის მურუსიძეა, ვისაც მე ვაპროტესტებდი ყოფილი ხელისუფლების დროს. 11 წელია მოსული ხართ. მე არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა - „ფარჩაკი“... რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! მეტი არაფერი. სხვა რა შემიძლია გიპასუხოთ, ვერ აგყვებით ამ რიტორიკაში. გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ.

რაც შეეხება რუსეთის მომხრეობას, რა არის რუსეთის მომხრეობა? ისინი ღებავდნენ ტაძრებს, ჩვენ კულტურის მინისტრი გყავს, რომელიც ანგრევს. რა განსხვავებაა? საშვილიშვილო მკვლელობას ჩადიან გელათში. მე ამას, ჩემი პროფესია მალაპარაკებს და უფლება მაქვს ვისაუბრო, როგორც პროფესიონალმა", - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ „ფარჩაკები“ და "ტურები" უწოდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა