უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

გიორგი ვაშაძის ძმა აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ, მისი სასტუმროა რეგისტრირებული, თუმცა ე.წ ქოლცენტრებთან კავშირი არ აქვს

ნახვები: 553 გიორგი ვაშაძის ძმა აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ, მისი სასტუმროა რეგისტრირებული, თუმცა ე.წ ქოლცენტრებთან კავშირი არ აქვს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც მთელი ღამე სამართალდამცველები მუშაობდნენ რეგისტრირებულია სასტუმრო, რომელიც რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გიორგი ვაშაძის ძმის, დავით ვაშაძის კუთვნილებაა. დავით ვაშაძე წილების 25% ფლობს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად დავით ვაშაძემ დაადასტურა. მისი თქმით, მას კავშირი აქვს მხოლოდ საკუთარ სასტუმროსთან და გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით არ იცნობს.

„მეორე სართულზე რომ სასტუმროა, ეგ არის ჩემი. დანარჩენი არაფერთან არ მაქვს შეხება. გავიგე რომ ოფისია დალუქული, გამოვალ ადგილზე და გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა