პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

შალვა პაპუაშვილი - არათუ ფაქტი, ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე, ამ შემთხვევაშიც, ჩვენი აეროპორტები მხოლოდ არასანქცირებულ კომპანიებს და ბორტებს მიიღებენ

ნახვები: 506 შალვა პაპუაშვილი - არათუ ფაქტი, ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე, ამ შემთხვევაშიც, ჩვენი აეროპორტები მხოლოდ არასანქცირებულ კომპანიებს და ბორტებს მიიღებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველო-რუსეთს შორის ფრენების საკითხზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოში ფრენები განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიების მიერ.

პაპუაშვილის თქმით, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი არ არსებობს.

„თავის დროზე რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა ვიზების საკითხი, თუ ფრენების აკრძალვა და რუსეთმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. ეს არის სრულად მათი საკითხი. მეორე, ვამბობთ და ჩვენმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერი შემსრულებელი საერთაშორისო სანქციებისა და ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. საქართველო რუსეთის მოსაზღვრეა და ამ მხრივ რისკის ქვეშაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა აჩვენეს თავისი სიძლიერე, რომ არცერთი არათუ ფაქტი, ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდით ავლასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე.

ამიტომ ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი აეროპორტები მიიღებენ მხოლოდ იმ კომპანიებს და ბორტებს, რომლებიც არ არიან სანქცირებული და ზუსტად ისეთივე მიდგომა გვექნება, როგორიც აქვს ისრაელს, თურქეთს და ევროკავშირის სხვა წევრ, თუ პარტნიორ ქვეყნებს. რაც შეეხება იმ მოწოდებებს, რომლები გვესმის უპასუხისმგებლო ოპოზიციისგან, რომ რუსეთს დავუწესოთ ორმხრივი სანქციები, ამაზეა საუბარი, როდესაც ლაპარაკობენ ვიზის შემოღებაზე, შეზღუდვაზე, საუბრობენ, რომ ცალმხრივად ავკრძალოთ ფრენები. ეს არის ორმხრივი სანქციის დაწესება და რაც მთავარია, მოწოდებების მთელი აბსურდი იმაშია, რომ როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესეოს სანქცია ქართველებს. ეს აბსურდია, გასაგებია, რომ უცხოელები საუბრობენ ამაზე, ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, მაგრამ როდესაც ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ ამ არგუმენტაციით, ეს აჩვენებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ საკუთარ ამომრჩევლებთან, მათ ინტერესებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა