გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ირაკლი კობახიძე - ომის შემდეგ სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს

ნახვები: 479 ირაკლი კობახიძე - ომის შემდეგ სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს

მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო, სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საქმის გარშემო, ისინი ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც ამის საბაბი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, სწორედ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში.

„დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან სპეკულანტები. ვინც დღეს სპეკულირებს ამ საკითხით, ის არის სპეკულანტი და მეტი არაფერი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თავს იწონებდნენ, პირდაპირ ლარსზე მიდიოდა მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და თავს იწონებდა იმით, რომ მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში. ახლა ეს პოლიტიკური ძალა როცა ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენით, ისინი არიან ჩვეულებრივი სპეკულანტები და სახელმწიფოს მტრები“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს.

„ჩვენ მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული კომპანიების მიღება. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები, ბორტები არ იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იქნება შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული. სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენი ოპონენტები არიან სპეკულანტები და მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით, არამედ სხვა ინტერესებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძეს. კობახიძის თქმით, ისინი სპეკულირებით არიან დაკავებულები.

„ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს. ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ იმით, რომ აღდგა ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები არიან სპეკულანტები“, – აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა