4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს

ნახვები: 496 აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის სამოქალაქო პირებს, დაიწყონ ჯაშუშობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსულენოვანი ვიდეო სოციალურ ქსელში, „ტელეგრამში“ გავრცელდა, რომელიც რუსეთში პოპულარობით სარგებლობს. ვიდეოში არის ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის დაზვერვის სამსახურს ანონიმურად და უსაფრთხოდ.

„აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს სურს, იცოდეს სიმართლე რუსეთის შესახებ და ჩვენ ვეძებთ სანდო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, ეს სიმართლე გვითხრან. თქვენი ინფორმაცია შეიძლება იყოს უფრო ღირებული, ვიდრე თქვენ გგონიათ. დაგვიკავშირდით. შესაძლოა, თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს არ სურთ სიმართლე. ჩვენ გვსურს“, – აღნიშნულია ვიდეორგოლში.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ აშშ არ ცდილობს მოსკოვში აჯანყების ან რეჟიმის შეცვლის პროვოცირებას, მაგრამ იმედოვნებს, რომ ზოგიერთი რუსი განიხილავს გზას, რათა დაეხმაროს თავის ქვეყანას წინსვლაში აშშ-ის დაზვერვის მითითებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა