4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ურსულა ფონ დერ ლაიენი - გასული წელი გარდამტეხი გახდა ევროკავშირისკენ გზაზე დასავლეთ ბალკანეთიდან უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე

ნახვები: 496 ურსულა ფონ დერ ლაიენი - გასული წელი გარდამტეხი გახდა ევროკავშირისკენ გზაზე დასავლეთ ბალკანეთიდან უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე

დემოკრატია დაუმსახურებლად არ მოდის, ეს მუდმივი სამუშაოა პროგრესისკენ, და დემოკრატიის უკუსვლის რისკი რეალურია. სწორედ ამიტომ ჩვენ თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიისთვის მუშაობაში.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. რუსეთი უარს ამბობს, აღიაროს უკრაინელების დემოკრატიული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. რუსეთის თავდასხმა ეწინააღმდეგება იმ ყველაფერს, რასაც ევროპის საბჭოში ვიცავთ. ეს არის თავდასხმა მთავარი პრინციპების წინააღმდეგ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაერთიანეთ ძალები, რათა დავიცვათ, განვავითაროთ, განვამტკიცოთ დემოკრატია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. დამნაშავემ პასუხი აგოს, ამიტომ ზარალის აღრიცხვას შეუძლია და შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ დემოკრატიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, სახლში იწყება. დემოკრატია დაუმსახურებლად არ მოდის, ეს მუდმივი სამუშაოა პროგრესისკენ, და დემოკრატიის უკუსვლის რისკი რეალურია. სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე წარვადგინეთ ახალი ინიციატივები ყველა მოქალაქის თანასწორობასთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები კორუფციის დასაძლევად და პირველად, მედიის თავისუფლების აქტი. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიისთვის მუშაობაში. მინდა, დავადასტურო ევროკავშირის განზრახვა, რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. ჩვენ გვინდა, ისე, როგორც არასდროს, გავაძლიეროთ ჩვენი გაერთიანების დემოკრატიული საფუძველი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ გზაზე გასული წელი მრავალი ქვეყნისთვის გარდამტეხი გახდა.

„რუსეთის ომის ფონზე, გასული წელი გახდა გარდამტეხი მომენტი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთიდან დაწყებული, უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე. მტკიცედ ვდგავართ ერთად, შესაბამისად, ვხედავ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის, რათა ევროპული დემოკრატიის ამბის წერა გაგრძელდეს უკრაინასა და ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენს კონტინენტზე“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა