გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ირაკლი კობახიძე - ელჩებთან შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ყველაფერი მოიკითხონ ხალხთან, ვინც ამ ინფორმაციებს აწვდის ტელევიზიებს

ნახვები: 478 ირაკლი კობახიძე - ელჩებთან შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ყველაფერი მოიკითხონ ხალხთან, ვინც ამ ინფორმაციებს აწვდის ტელევიზიებს

ელჩებთან შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციებს და მერე ვინც აქვეყნებს ამას და ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლიათ მათ ჰკითხონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფარული ჩანაწერების ღია წყაროზე ატვირთვა როგორ მოხდა და ვის მიერ, ამასთან დაკავშირებით არსებობს ლოგიკური პასუხები.

ამასთან ირაკლი კობახიძემ დმანისში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დმანისში მოხდა ერთი მძიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება განხორციელდა, პირი არის დაკავებული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

„რაც შეხება ძალადობას, ჩვენ დავდიოდით დასავლეთ საქართველოში, გვქონდა თითოეული შტაბის ხელმძღვანელთან და მერობის კანდიდატებთან შეხვედრები. მთავარი, რაზეც ვაფრთხილებდით, იყო ის, რომ მაქსიმალურად ჩაეშალათ აქტივისტებში, მხარდამჭერებში ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა ამ არჩევნებში. თქვენ იცით, რომ სამი თვის განმავლობაში მოვახერხეთ ერთი ინციდენტის გარეშეც ამ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, დმანისში მოხდა ერთი მძიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება განხორციელდა, პირი არის დაკავებული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როდესაც რაღაც ერთხელ ხდება, როგორ შეიძლება ამას სისტემური დავარქვათ, მით უმეტეს იცი, რომ რამდენიმე პროვოკაცია იყო მარტო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქარელში იყო ერთ-ერთი ჟურნალისტის პროვოკაცია, იყო ხელვაჩაურში, ბათუმში პროვოკაციები, მხოლოდ ერთ შემთხვევში დაფიქსირდა ინციდენტი დმანისში, სხვა შემთხვევაში პროვოკაციებმა პროვოკატორებისთვის უშედეგოდ ჩაიარა. რაც არის ჩვენი აქტივისტების მოთმინების დამსახურება.

როდესაც მერობის კანდიდატი შეიჭრება ხელვაჩაურის ოფისში სამი წლის ბავშვთან ერთად მივა ჩვენ შეკრებაზე და იქ აწყობს პროვოკაციას, ეს არის „ნაცმოძრაობის" პროვოკაციები.

რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციებს და მერე ვინც აქვეყნებს ამას და ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლიათ მათ ჰკითხონ. ღია წყაროზე ატვირთვა როგორ მოხდა, ვის მიერ მოხდა, ამასთან დაკავშირებით არსებობს ლოგიკური პასუხები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა