ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რატი ბრეგაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს

18.05.2023 ნახვები: 533

შევთავაზეთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან და ჩაერთოთ მკურნალობაში, რაშიც ხელს მაქსიმალურად შევუწყობდით. წმინდა წყლის ტყუილია, რომ პოლონელ ექიმებს ჩვენ არ მივეცით ჩამოსვლის უფლება, მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით, – ამის  შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

რატი ბრეგაძემ განმარტა, რა იყო მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად უცხოელი ექიმები ვერ ჩამოვიდნენ.

„მას ჰქონდა შიმშილობის ოთხი ეპიზოდი, შემდეგ ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება სრულად იყოს უზრუნველყოფილი, ამის მეტს ვერცერთი სახელმწიფო გააკეთებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს ერთ-ერთ ეპიზოდს, როდესაც მას სამედიცინო პერსონალმა შესთავაზა გადასხმის გაკეთება, თქვა, რომ გადასხმას გაიკეთებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას რეანიმაციაში გადაიყვანდნენ. საჭირო იყო, დამატებით გაჩენილიყო მედიასაშუალებებში ახალი წარწერა, რომ სააკაშვილი რეანიმაციაშია. ჩვენ ვაკვირდებოდით მთელ ამ დინამიკას, რომ ადამიანი შერჩევითად მკურნალობდა, შიმშილობდა, რათა წონაში დაეკლო. ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო და ახლაც მოწადინებული ვართ, რომ ის იყოს ჯანმრთელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი. მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილებოდა ამას, უნდობლობაც კი გამოუცხადა ხან ქართველ ექიმებს და ხან კლინიკას.

ჩვენი მოქმედება სიტუაციის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუკი ადამიანი მიდის იქითკენ, რომ რაც შეიძლება მკვეთრად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენც უნდა გვემოქმედა. უცხოეთში გაშვების სამართლებრივი მექანიზმი (ასევე სხვა პატიმრების შემთხვევაში) ჩვენ არ გვაქვს და შევთავაზეთ, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან და ჩაერთოთ მკურნალობაში, რაშიც ჩვენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობდით. ამის შემდეგ გვესმის გამუდმებით, რომ ჩამოდიან პოლონელი ექიმები, თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ზოლზეა დამდგარი, უნდა გამოფრინდეს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას. ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, რადგან, მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით. მრავალჯერ ვუთხარით, რომ არის აუცილებელი გარკვეული დეტალების გავლა – ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს შეუძლია, აქვს უფლება, რომ მის მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმი. ამისთვის უნდა მოგვმართონ შესაბამისი ფორმით, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ნამდვილად არის ექიმი და სჭირდება შესაბამისი ლიცენზია. ჩვენთან ეს დღემდე არავის გაუკეთებია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ერთხელ შემოვიდა წერილი, სადაც უბრალოდ საუბარი იყო გარკვეულ ექიმებზე, რომ მათ სურთ ჩამოსვლა და ა.შ. ამ წერილზე ბატონმა ჩალაძემ ტყუილი დამაბრალა, ააფრიალა რაღაც ფურცელი, თუმცა შემდგომშიაღმოჩნდა, რომ თავად ის იყო მატყუარა და არა სხვა, რადგან არ იყო შემოსული წერილი იმ დროს, როდესაც მე ვთქვი, რომ ინფორმაცია არ გვქონდა მოწოდებული. შემდეგ ისევ გამოგზავნეს წერილი, ისევ არასწორი ფორმით, რაზეც ჩვენ ისევ დავუბრუნეთ პასუხი და მივუთითეთ, ვასწავლეთ, რა მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ. ახლა მე გისვამთ შეკითხვას, თუკი გულშემატკივრობ ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც ამდენი ადვოკატები არიან, ამდენი პოლიტიკური ლიდერები, ნუთუ არ არის შესაძლებელი, ელემენტარული წერილი წარმოადგინო, რომელიც დაცულია კანონმდებლობით დაცული ფორმით? ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო შეგნებულად, რათა შემდგომში გაჩენილიყო პრესის ფურცლებზე, თითქოსდა ვინმეს საქართველოში არ უშვებენ. ამ ადამიანების სტრატეგიაა – მთავარია, დაგაბრალო და მერე უარყოფას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იტყოდნენ ტყუილს, ჩვენ ვახვედრებდით სიმართლეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რასაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს.

„ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა