გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

კელი დეგნანი - რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია - მათ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს

ნახვები: 480 კელი დეგნანი - რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია - მათ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგებია, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული, რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„მესმის, რატომ ღელავს ქართველი ხალხი ამასთან დაკავშირებით და რატომ არის შეშფოთებული. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში დაახლოებით 130 000 ქართველი ცხოვრობს და უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მას, ვისაც რუსეთის დატოვება უნდოდა, გასულ წელს დატოვა. პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა. ამიტომ, გასაგებია, რატომ არის ხალხი შეშფოთებული, რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებას, განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დაკავებას სამხრეთ ოსეთში, აგრძელებს ზეწოლას ამ ქვეყანაზე და განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას და მის დაბომბვას. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა