ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გრძელდება, სახელმწიფოთა მეთაურებს დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდება

ნახვები: 509 ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გრძელდება, სახელმწიფოთა მეთაურებს დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდება

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გრძელდება. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერების განხილვის მთავარი თემაა ურთიერთობები პეკინთან და რუსეთის ომი უკრაინაში.

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა მეთაურებს დღეს შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მას ჰიროსიმაში ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი მოლაპარაკებები სამიტის მონაწილეებთან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ჰიროსიმაში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი გეგმავს უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას.

მედიის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინების საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას.

მანამდე ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მესამე ქვეყნებს „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის ნებას დართავს. ასევე, ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს აცნობა, რომ აშშ უკრაინელი მფრინავების მომზადების საერთაშორისო ძალისხმევას დაუჭერს მხარს.

სამიტის პირველ დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, ასევე უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდნენ. დიდი შვიდეულის ლიდერებმა, ერთობლივი განცხადებით, რუსეთს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების სრულად, უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა