4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლევან ბეჟაშვილი - ქვეყანას გვართმევენ ხელიდან და რუსეთის „დაჩად“ უნდა გადააქციონ

ნახვები: 497 ლევან ბეჟაშვილი - ქვეყანას გვართმევენ ხელიდან და რუსეთის „დაჩად“ უნდა გადააქციონ

7-8 მარტის მოვლენების შემდგომ ხელისუფლებამ თითქოს უკან დაიხია, გარკვეულმა ეიფორიამ დაისადგურა საქართველოში, თუმცა ვხედავთ, რომ ამ ეიფორიის ფონზე ქვეყანას ხელიდან გვართმევენ და უნდათ, რომ რუსეთის "დაჩად" გადააქციონ ეს ქვეყანა ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც კახეთში ხდება, ყველამ უნდა გააპროტესტოს, რათა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება არ მოხდეს.

„ვხედავთ, რომ მთელი სამართალდამცავი სისტემა მობილიზებულია, მთელი კახეთის პოლიცია და თბილისიდანაც მოემართებიან პოლიციის ჯგუფები, რომლებმაც უნდა დაიცვან ლავროვის შვილი და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. მაშინ, როდესაც ჩვენი მოთხოვნა არის პოლიციელების მიმართ, რომ ირღვევა ანტიოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, რუსული იდეოლოგიის ხალხი დღეს ხელისუფლების ხელდასხმით საქართველოში იმყოფება და ამაზე რეაგირებას არ ახდენენ. ამიტომ, ბუნებრივია კახეთის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ, ამავდროულად, მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ქვეყნის საგარეო კურსის ღია ცვლილება. 7-8 მარტის მოვლენების შემდგომ ხელისუფლებამ თითქოს უკან დაიხია, გარკვეულმა ეიფორიამ დაისადგურა საქართველოში, თუმცა ვხედავთ, რომ ამ ეიფორიის ფონზე ქვეყანას გვართმევენ ხელიდან და რუსეთის დაჩად უნდა გადააქციონ ეს ქვეყანა. ამიტომ, ყველა უნდა დავდგეთ ფეხზე, იქნება ეს თბილისში, კახეთში, ყველამ უნდა გავაპროტესტოთ, რომ არა დავუშვებთ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა