გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მედია - ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებს დაარტყეს

ნახვები: 478 მედია - ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებს დაარტყეს

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოები და ვიდეოები რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა.

"ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ბელგოროდის „ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც კვამლის სვეტი გაიზარდა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია პრეობრაჟენსკაიას ქუჩის გადაკეტვის შესახებ, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, პოლიციელები და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხი „რიბარი“ იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა