4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი - უკრაინასთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის „გაწმენდა“ გრძელდება

ნახვები: 497 ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი - უკრაინასთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის „გაწმენდა“ გრძელდება

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის „გაწმენდა“ გრძელდება. ამის შესახებ მან ტელეგრამარხში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში დაბრუნებისგან ჯერ თავი შეიკავონ.

„გრძელდება ტერიტორიის გაწმენდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად. მივმართავ გრაივორონის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებმაც დროებით დატოვეს თავიანთი სახლები, დაბრუნება ჯერ არ ღირს“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

ბელგოროდის ოლქში გუშინ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე შევიდა „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“.

უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისგან ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა