გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

არჩილ თალაკვაძე - აქციების არავის ეშინია

ნახვები: 479 არჩილ თალაკვაძე - აქციების არავის ეშინია

აქციების არავის ეშინია. არსებობს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მშვიდობიან აქციებს და მანიფესტაციებს. ჩარკვიანსაც და ოპოზიციის სხვა წევრებსაც შეუძლიათ, ასეთი აქციები ჩაატარონ, – ამის შესახებ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი არ არის, რომ ოპოზიცია აქციას აანონსებს.

„რამდენად მრავალრიცხოვანი იყო და რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება მომავალში, რა იქნება მოთხოვნები, ბევრჯერ ნახა საზოგადოებამ. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ოპოზიცია, მათ შორის ჩარკვიანი მუდმივად აანონსებს აქციებს. ეს ახალი არ არის. ამაზე უფრო სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რა აქციების ჩამტარებლები არიან, ეს ბევრჯერ ვნახეთ. ახლა ყველაზე მეტად გვაინტერესებს, საქართველომ განაგრძოს და თავისი სამუშაო შეასრულოს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში. აჩვენო მეტი პროგრესი, გადავიდეთ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიიღება და მოლაპარაკებების გახსნა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციისთვის სერიოზულად ემზადება: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით. მტერია კარზე მომდგარი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა