გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება

ნახვები: 479 ლატვიის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება

უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების აუცილებლობას, „რაც საჭიროა, ყველაფრით, ვიდრე ქვეყანა ამ ომში საბოლოოდ არ დაამარცხებს სრულიად გაუმართლებელ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ“.

კარინსმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სავალდებულოა.

„ბოლოს და ბოლოს, აშკარად ჩანს, რომ ომის დასრულების შემდეგ, იმისთვის, რომ ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება რეალობად იქცეს, უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა უნდა იყოს“,- განაცხადა კარინსმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი უნდა გახდეს შვედეთის შემდეგ, თუმცა ამასთან ერთად ისიც თქვა, რომ უკრაინა ომის მიმდინარეობისას ალიანსში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა