გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას

ნახვები: 480 სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოცილურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მოუთმენლად ელოდება შემდგომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გასაგრძელებლად.

„ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. საქართველო და თურქეთი არიან ახლო მეგობრები, რომლებსაც აკავშირებთ მტკიცე მეგობრობა, რომელიც განაგრძობს განვითარებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაგრძელებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელ აჰმეთ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულია ხმათა 52.14 პროცენტით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა