უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ანდერს ფოგ რასმუსენი - ალიანსის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს

ნახვები: 554 ანდერს ფოგ რასმუსენი - ალიანსის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს

ალიანსის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს.

რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადაწყვეტს უკრაინის გაწევრიანების ნაბიჯებს ან უსაფრთხოების გარანტიას, „არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალური ზომები მიიღოს“.

„ცნობილია, რომ პოლონეთი ძალიან ჩართულია უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს და მას ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მიყვნენ“,- განაცხადა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, ალიანსისა და დასავლეთის სახელმწიფოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ კატეგორიულად უარყვეს უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის შესაძლებლობა, ამტკიცებენ, რომ ეს საფუძველს ჩაუყრის ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა