გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

„არ ვიცოდი, რომ საქართველოში გაემგზავრა“ - ზელენსკი სააკაშვილის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია

ნახვები: 479 „არ ვიცოდი, რომ საქართველოში გაემგზავრა“ - ზელენსკი სააკაშვილის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლდომირ ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ამით დავკავდებით", - აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, გაკვირვებულია სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში წასულიყო.

„მე არ ვიცოდი, რომ ის საქართველოში გაემგზავრა. ვიყავი ძალიან გაკვირვებული და ამის შესახებ პრესიდან გავიგე", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილზე უნდა იფიქროს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე, ხოლო ის ასე რატომ მოიქცა... „ალბათ, ფიქრობდა, რომ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, თუმცა ნამდვილად არ ვიცი," - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან აუცილებელი იყო რისკების გათვალისწინება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა