4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ევგენი პრიგოჟინი - როცა ჩავერთეთ ომში, არავის უთქვამს, რომ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებაზე ხელი მოგვეწერა,

ნახვები: 497 ევგენი პრიგოჟინი - როცა ჩავერთეთ ომში, არავის უთქვამს, რომ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებაზე ხელი მოგვეწერა,

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერი“ არ გააფორმებს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

„როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ ომში, არავის უთქვამს, რომ ჩვენ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებებისთვის ხელი მოგვეწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს. სწორედ ამიტომ, არცერთი მათგანი არ მოაწერს ხელს ამ კონტრაქტს“, – აღნიშნა პრიგოჟინმა.

ამასთან, პრიგოჟინმა დასძინა, რომ იმედოვნებს, მოიძებნება „კომპრომისული გამოსავალი“ პუტინსა და პარლამენტს შორის, რათა „ვაგნერის“ მებრძოლებს მიეცეთ სოციალური გარანტიები და მებრძოლის სტატუსი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას უბრძანა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ შეთანხმება საჭიროა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა