უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

„როიტერი“ - უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა

ნახვები: 552 „როიტერი“ - უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა

უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერი“ წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფორმას იძენს, მაგრამ მთავარი გამოცდა ჯერ არ დამდგარა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ მანძილზე არიან რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზთან, ხოლო შეტევისთვის მომზადებული ძალების ძირითადი ნაწილი კვლავ მზადყოფნაშია.

უკრაინამ ოპერაციისთვის 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა შექმნა, მათგან ცხრა გაწვრთნილი და აღჭურვილია დასავლეთში. ბრიგადა, ჩვეულებრივ, მოიცავს, სულ მცირე, 3 500-4 000 ჯარისკაცს.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვის სტრატეგია სამხრეთში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, მაქსიმალურად გაზარდოს უკრაინელი ჯარისკაცების მსხვერპლი, ვიდრე კიევი მიაღწევს რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზს დაახლოებით 10-15 კმ-ის დაშორებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა