გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ილია დარჩიაშვილი - ვულოცავ სალომე სამადაშვილს ანი წითლიძის ლიგაში გადასვლას

ნახვები: 774 ილია დარჩიაშვილი - ვულოცავ სალომე სამადაშვილს ანი წითლიძის ლიგაში გადასვლას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში საქმესთან დაკავშირებით კითხვები ვერ მოისმინა.

მისივე თქმით, არ არის კარგი, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრს კითხვებს უსვამენ, პასუხებს კი არ ელოდებიან და დარბაზიდან გადიან. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა დარბაზში დარჩენილ ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არმაზ ახვლედიანს მადლობა გადაუხადა.

„არანაირი კითხვა არ დასმულა მათი მხრიდან საქმესთან დაკავშირებით. ალბათ იმიტომ, რომ ნახეს ანგარიში, წაიკითხეს და ვერ დაინახეს ის, რაც შეიძლებოდა, სხვანაირად გაკეთებულიყო. უბრალოდ გამოხატეს დამოკიდებულება, ისე, როგორც გამოხატეს. მეგონა, ქალბატონი სალომე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რაღაცას გამოხატავდა, მაგრამ მივულოცავ მას ქალბატონი ანი წითლიძის ლიგაში გადასვლას საგარეო პოლიტიკის შეფასების ნაწილში. ბატონო არმაზ, გადაეცით ეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა