უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დედას მამა უნდა დაუძახო, მამას - დედა, ითხოვს ამას ევროკავშირი საქართველოსგან? კი თუ არა? - სამადაშვილი

ნახვები: 554 დედას მამა უნდა დაუძახო, მამას - დედა, ითხოვს ამას ევროკავშირი საქართველოსგან? კი თუ არა? - სამადაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხებით ოპოზიცია უკმაყოფილოა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ილია დარჩიაშვილმა მის არცერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა.

სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მინისტრს გასცეს კონკრეტული პასუხი დეპუტატის კითხვას - ევროკავშირი სთხოვს თუ არა საქართველოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. დეპუტატს სურს, განმარტება მოისმინოს სწორედ იმ პირისგან, რომელიც საკუთარი სტატუსით პასუხისმეგებლია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. 

"5 კითხვიდან რეალურად პასუხი არცერთ კითხვაზე არ გაქვთ. კიდევ ერთხელ გეკითხებით - ქართული ოცნების და მისი მოკავშირე პარტიის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, მათ შორის, ამ დარბაზში, როდესაც საუბრობენ იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს სთხოვს ჩვენი ტრადიციებისთვის და ჩვენი სოციუმისთვის მიუღებელი ცვლილებების განხორციელებას, რომ, მაგალითად, დედას მამა უნდა დაუძახო, მამას - დედა, ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დააკანონო, ეს მართალია თუ ტყუილია, ითხოვს ამას ევროკავშირი საქართველოსგან? კი თუ არა?“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა