მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

ლელა ჯეჯელავა: "ქართულმა ოცნებამ“ გაიგოს, რომ მას ხელისუფლებაში დარჩენის შანსი აქვს ნული!"

22.06.2023 ნახვები: 1796

"გახარიასთვის პასუხის მოთხოვნის დრო არ არის!"

 

"ოპოზიციაში რაღაცა მიზიდულობის ცენტრებზე დაიწყეს ლაპარაკი. გადასარევია ეს ყველაფერი, მაგრამ ამდენი ხანი რით ვერ მიიზიდეს ერთმანეთი?!"

 

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, ბოლო პერიოდია აქტიურად ვისმენთ შეფასებებს, რომ ხელისუფლებას მიზანმიმართულად სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს სიტუაცია. თუნდაც ეს ბოლოდროინდელი ინციდენტები, რა ხდება,  რასთან გვაქვს საქმე? ეს არის რეპეტიცია წინასაარჩევნოდ, თუ ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ?

- ჩვენ ნუ გვავიწყდება და მკაფიოდ გავიაზროთ ერთი მოცემულობა - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გახლავთ მოკავშირე ტერორისტად აღიარებული ქვეყნისა.

მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნებისგან“ შეიძლება ვნახოთ რაიმე ძალისხმევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაიმე ცივილიზებული ქმედება საკუთარ ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად, რაიმე ტიპის კომპრომისი იმ საზოგადოებასთან, რომელსაც მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. ამიტომ ჩვენ ახლა იმაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ტერორისტი ქვეყნის მოკავშირე ხელისუფლებამ.

- „ოცნება“ ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებსო. ლევან ბერძენიშვილს დაესხნენ თავს ჭავჭავაძის გამზირზე.

- ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად არის საქმე. როგორც რუსეთი ემუქრება კაცობრიობას ბირთვული იარაღით, თუ რუსეთი არ იქნება ძალაუფლების პიკში, მაშინ მთელი სამყარო განადგურდესო, ზუსტად ისეა, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბებით საქართველოს ხელისუფლება. ესენი ამბობენ, თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჩემს მერე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო. აი ეს არის, ძალიან მარტივად არის საქმე. ახლა მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ესენი როგორ იქცევიან.

- ამ შემთხვევაში რა არის მნიშვნელოვანი?

- ის, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, საზოგადოება, როგორ ვაპირებთ, თავი დავაღწიოთ ტერორისტების მეგობარ ხელისუფლებას?!

- ამ ფონზე რამდენად სწორად იქცევა ოპოზიცია? შექმნილ ვითარებას რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან? ან თუნდაც სააკაშვილის ბოლო პერიოდის გააქტიურება?

- სააკაშვილი საქართველოში რამდენი წელი არ იყო? მერე იყო ციხეში, იყო მძიმედ, ფიზიკურად არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ აქტიურად ჩარეულიყო ქართულ პოლიტიკაში. რა გააკეთეს მანამდე?! ქვეყნის გარეთ მყოფი სააკაშვილი ხელის შემშლელია, ქვეყნის შიგნით მყოფი სააკაშვილი ხელის შემშლელია, პოლიტიკურად პასიური ხელის შემშლელია, პოლიტიკურად აქტიური ხელის შემშლელია?! ვერ ხვდებიან, რომ „ოცნებას“ კი არა „ოცნებაზე“ მეტად თვითონ აწყობთ, საკუთარი უუნარობის გასამართლებლად, სააკაშვილის ფაქტორი. საერთოდ რა გააკეთეს, რა შესთავაზეს იმაზე უკეთესი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ფაქტორი გაენეიტრალებინათ.

- გადაბრალების რეჟიმში არიან?

- რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიცია საკუთარ უუნარობას ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს თუ სააკაშვილს?! სხვას რას აკეთებენ? ბიძინა ივანიშვილი რომ ცუდი ხელისუფალია, ისედაც გადასარევად ვიცით. ახლა თურმე სააკაშვილის გარეშე უნდათ ცხოვრება. მიშა არ იქნება? ახალ სამიზნეს შეარჩევენ, თავად არა აქვთ უნარი არც იდეების გენერაციისა, არც ხედვა აქვთ ქვეყნის მომავალი განვითარებისა და ამას ყველაფერს ფუთავენ იმით, რომ სააკაშვილი ცუდია. სააკაშვილს ვერდიქტი გამოუტანა ქართველმა ხალხმა და 11 წლის წინ გაუშვა ხელისუფლებიდან. შეიძლება ხელისუფლებაში არმყოფი კაცის გავლენებზე ილაპარაკო?! თან ამბობენ, რომ სააკაშვილი წარსულიაო და მეორე წუთს ამბობენ, მე ეს წარსული ხელს მიშლის, რომ მომავალი შევქმნაო. მაშინ საერთოდ ვინა ხარ შენ?!

- ასეთ სიტუაციაში რა შანსები აქვს ოპოზიციას გასაერთიანებლად? მაინც ნაციონალებთან მივლენ?

- ბოლოს ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ შეიძლება ასარჩევად აღარავის ჰქონდეს საქმე. პრიორიტეტები დაალაგონ სწორად, ეს არის ჩემი რჩევა. მათ პრიორიტეტები აქვთ არეული. ახლა იმაზე ლაპარაკი, ვინ ცუდია, ვინ კარგი და ვინ ვისზე უკეთესი, არის სრულიად აბსურდული. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაიაზრონ, ამ ხელისუფლების შესაცვლელად, თუნდაც არჩევნებამდე ან არჩევნების პერიოდში, უნდა შეიქმნას ისეთი ფორმულა, რომელიც უპირობოდ განაპირობებს ამ ხელისუფლების დამარცხებას! ქართული ოპოზიცია არავის გაუთავისუფლებია იმ პასუხისმგებლობისგან, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებში, ქართული საზოგადოება უარს ეუბნება ხელისუფლებას, მაგრამ ოპოზიციის უუნარობის გამო, დღემდე ხელისუფლებაში გვყავს „ქართული ოცნება“. ვინ გაანთავისუფლა ეგენი ამ პასუხისმგებლობისგან?! ხომ არ ჰგონიათ, რომ ყველაფერს გადასარევად აკეთებენ? არ აკეთებენ! ახლა დაიწყეს ლაპარაკი რაღაცა მიზიდულობის ცენტრებზე. კი ბატონო, გადასარევია ეს ყველაფერი, მაგრამ ამდენი ხანი რით ვერ მიიზიდეს ერთმანეთი?! პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრს სამი რამ სჭირდება.

- კერძოდ?

- ფული, რომელიც ამათ არა აქვთ, მეორე ეს არის პოლიტიკური იდეა, რომელიც 11 წლის განმავლობაში ვერ დადეს და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არის დაუზიანებელი და იწვევს ნდობას. მე დღეს ვხედავ ერთს, არის ბიძინა ივანიშვილი და მას აქვს თავისი მიზიდულობის ცენტრი. ოპოზიციურ ფლანგზე ვერც პოლიტიკურ იდეას ვხედავ და ვერც პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც არის რეპუტაციულად დაუზიანებელი.

- დაუზიანებელ პოლიტიკურ ფიგურაზე საუბრობთ და გუშინ 20 ივნისი იყო და ისევ გახარია გამახსენდა, რომელსაც მოუწოდებენ აქტიურობისკენ. სად არის გახარია, რატომ არ აქტიურობს და რა შანსები აქვს და რამდენად მძიმე ლაქაა მისთვის 20 ივნისი?

- გახარია, ცხადია დაუზიანებელ პოლიტიკურ ფიგურაში ნამდვილად არ მოიაზრება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი პოლიტიკური ხედვა არის სახელმწიფოებრივი, ის მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ის არის აქტიურად ჩართული საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებში იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.  მისი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, არც მისთვის არის წითელი ხაზების დაწესება აუცილებელი. არა მარტო გახარიას აქვს ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი, არამედ გახარიამდე პოლიტიკაში მყოფ და გახარიას შემდეგ მოსულ ადამიანებსაც. ახლა პასუხების მოთხოვნის დრო არ არის. ახლა კონკრეტული მოქმედების დროა.

- არის იმის შანსი, რომ გახარია იქცეს ოპოზიციაში მიზიდულობის ცენტრად?

- გახარია თუ უფრო ახლოდან არ დაენახება საზოგადოებას, არც ისეთი მწველი მზეა, რომ შორიდან დაგვწვას. ახლოს ეს ადამიანი პოლიტიკაში არ შემოდის და როგორ გახდება მიზიდულობის ცენტრი. მე არა მგონია, რომ მას ასეთი პოლიტიკური ამბიცია ჰქონდეს, რომ ის გახდეს მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ამის ამბიცია აქვთ, მაგრამ მარტო ამბიცია არ არის საკმარისი. საჭიროა შესაბამისი ქმედებები! ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას, ეს იმდენად მაინც არის სწორი ნაბიჯი,  რომ საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს. ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში. ყველამ გაიაზროს ეს და თავის გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. სააკაშვილი დაუძახებს, გახარია მოუწოდებს თუ სხვა, ყველა უნდა იყოს იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება!

„ქართულმა ოცნებამ“ გაიგოს, რომ მას ხელისუფლებაში დარჩენის შანსი აქვს ნული! მისი ერთადერთი იარაღი რაც ხელთ აქვს, არის ძალადობა. ამ ძალადობას კი შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ საზოგადოების ერთიანობა!

ნონა ცაბაძე

„ახალი თაობა“

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა