ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

შალვა პაპუაშვილი - იმედი გვქონდა, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის მხარეს, თუმცა სხვა მხარე აირჩია და ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო

ნახვები: 510 შალვა პაპუაშვილი - იმედი გვქონდა, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის მხარეს, თუმცა სხვა მხარე აირჩია და ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო

იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტზე ზეწოლა იყო გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღიაც ეს ზეწოლა პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიცვალა, ვინაიდან გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის. რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, გვესმის ჩვენ, მათ შორის, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად ყოველ შემთხვევაში საუბარი, თითქოს ეს იყო მოტივი ან მიზანი და ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება. ასე ვთქვათ, დეპოლარიზაცია რომ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება, თუ სხვა ასეთი შეწყალებები, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ისინი, ვინც პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და ამბობენ, თითქოს, ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, გამოდის, რომ ამით ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს.

„ვნახოთ, თუ მოახდენენ ისინი საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას. ჩანს, რომ პასუხისმგებლობასაც იღებენ თავის თავზე ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, თუკი ეს მათი ხედვაა, ახლა დრო არის მგონი, რომ ვინაიდან ბურთი ახლა ოპოზიციის მხარეს არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, რომ არანაირი დეპოლარიზაცია ამას არ მოუტანია. ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვერცერთი მოტივი ამ გადაწყვეტილების ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივები, მისი დასახელება მძიმე იქნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა