გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

აშშ-მა გამოიყენა სხვადასხვა დიპლომატიური არხი რუსეთისთვის გზავნილის გადასაცემად, რომ აშშ არ იყო ჩარეული კრემლის წინააღმდეგ ამბოხში

ნახვები: 777 აშშ-მა გამოიყენა სხვადასხვა დიპლომატიური არხი რუსეთისთვის გზავნილის გადასაცემად, რომ აშშ არ იყო ჩარეული კრემლის წინააღმდეგ ამბოხში

აშშ-მა გამოიყენა სხვადასხვა დიპლომატიური არხი რუსეთისთვის გზავნილის გადასაცემად, რომ აშშ არ იყო ჩარეული კრემლის წინააღმდეგ ამბოხში. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

„ჩვენ გვქონდა კარგი პირდაპირი კომუნიკაცია რუსებთან გასულ შაბათ-კვირას. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს შესაძლოა, გაგრძელდეს“, – განაცხადა კირბიმ.

ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს გზავნილი შაბათ-კვირას გაუგზავნა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორი იყო კრემლის რეაგირება.

„რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენ სხვადასხვა დიპლომატიური არხით გადავეცით ეს გზავნილები პირდაპირ რუსეთს. ერთ-ერთი გზავნილია, რომ აშშ არ მონაწილეობს ამაში და მომავალშიც არ ჩაერთვება. ასევე, ჩვენ ველოდებით რუსეთისგან, რომ ის დაიცავს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს მოსკოვში დიპლომატიური პერსონალის დასაცავად და მთელი ქვეყნის ფარგლებში“, – აღნიშნა კირბიმ.

ამასთან, კირბიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთში რეჟიმის ცვლილება არ არის აშშ-ის პოლიტიკა. მისი თქმით, ვაშინგტონის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე გაიმარჯვოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა