გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

ნახვები: 805 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა და მიზანს მიაღწია. რამაზ სვანაძის გუნდი ამ შეხვედრამდე პირველ ადგილზე იყო და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასასვლელად ქულაც ჰყოფნიდა. თუმცა, ეს ქულა იოლი მოსაპოვებელი ნამდვილად არ იყო – მეტოქე, ნიდერლანდები სერიოზული გუნდია და ეს თამაშმაც დაადასტურა.

ნიდერლანდელებს მხოლოდ მოგება აწყობდათ და პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტიეს. ისინი ჩვენს ნახევარზე იოლად გადადიოდნენ და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ორივეჯერ კენეთ ტეილორმა დაარტყა და ორივეჯერ ძელმა გადაგვარჩინა. ასეთი თამაშიდან გამოსავალი ზურიკო დავითაშილმა იპოვა, მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული დრიბლინგის შემდეგ სტუმართა მთელი დაცვა მოატყუა, კარის წინ ბურთის გასწორებაც მოასწრო და „დინამო არენაზე“ შეკრებილი 54 ათასი მაყურებელი უზომოდ გაახარა. თუმცა, ტაიმის ბოლო წამზე კენეთ ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.

მეორე ტაიმში ნიდერლანდების ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა. ჩვენი გუნდი კი ისევ კონტრშეტევების იმედად იყო. ერთ-ერთი ასეთ იერიშის დაგვირგვინებას დავითაშვილი ცდილობდა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. საბოლოოდ, მძიმე და დაძაბული თამაში 1:1 დასრულდა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

საქართველო U21 – ნიდერლანდები U21 1:1
 
გოლები – 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 კენეთ ტეილორი (45+4)
A ჯგუფში პარალელურად მიმდინარე თამაში პორტუგალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა, რამაზ სვანაძის გუნდი 5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში პირველ ივლისს „მიხეილ მესხზე“ (ან „დინამო არენაზე“) C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპრდება.
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა