No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

არმაზ ახვლედიანი პრემიერს - რატომ ვერ ახერხებთ, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ

ნახვები: 508 არმაზ ახვლედიანი პრემიერს - რატომ ვერ ახერხებთ, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ

რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ - მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო! - ამ განცხადებით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა.

ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა ისიც, რომ როგორც არ უნდა მოსწონდეს მას ოპოზიცია, უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის უკან საქართველოს მოქალაქეები დგას და თუნდაც ხუთი მოქალაქე იდგეს, ამ ხუთ მოქალაქეს სცეს პატივი.

“გუშინ აშშ-ს საელჩოს ეზოში გისმენდით, როდესაც დამსწრე საზოგადოებას მიმართავდით. მომეჩვენა, რომ გუშინ სხვა პრემიერი იყო და დღეს სხვა საუბრობს. გუშინ თქვენი აქცენტები, ტონალობა სულ სხვა იყო და რატომ ვერ შესძლეთ დღეს აქ?

რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ - მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო! როდესაც მოყვარეს აქცევ მტრად, ეს უბედურებაა!

ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ბოლო პერიოდში არის ანტიდასავლური კამპანიის ნიაღვარი. შეუძლებელია, რომ მას, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა უალტერნატივოა, აშშ-ს ელჩისა და მისი ქვეყნის მიმართ ასე საუბრობდეს, ნაცვლად იმისა, რომ მის წარმდგენ სახელმწიფოს მადლობას ვეუბნებოდეთ“, - განაცხადა ახვლედიანმა პრემიერ მინისტრ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა