კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას - არ გაიმეოროთ მერკელის მიერ ბუქარესტში დაშვებული შეცდომა, 2008 წელს ალიანსის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა პუტინს, საქართველოში შეჭრილიყო, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოეხდინა

ნახვები: 582 დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას - არ გაიმეოროთ მერკელის მიერ ბუქარესტში დაშვებული შეცდომა, 2008 წელს ალიანსის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა პუტინს, საქართველოში შეჭრილიყო, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოეხდინა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს ალიანსის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა ვლადიმერ პუტინს, 2008 წელს საქართველოში შეჭრილიყო, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოეხდინა.

„უკრაინა 2014 წელს უკვე რომ ყოფილიყო ნატო-ს წევრი, ყირიმის ანექსია, ომი დონბასში და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემოჭრა არ მოხდებოდა“, – განაცხადა კულებამ და მოუწოდა გერმანიის მთავრობას, არ გაიმეოროს უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანებისთვის შეფერხების კუთხით ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში დაშვებული შეცდომა.

„არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის შეცდომა, რომელიც მან 2008 წელს ბუქარესტში დაუშვა, როცა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით უკრაინის პროგრესს“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ ელოდება.

„მაგრამ ომის შემდეგ ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება უკრაინის არმიღება ალიანსში“, – ამბობს კულება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა