4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია

ნახვები: 497 ირაკლი კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია

სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.

„უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ, ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავად აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. თუმცა, ამაზე ღრმად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა