პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს

ნახვები: 504 უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს

უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით დამცველები აგრძელებენ მტერზე ზეწოლას და გარკვეულ წარმატებას აღწევენ.

„მათ აქვთ ნაწილობრივი წარმატება. მტერი უწევს სასტიკ წინააღმდეგობას და განიცდის უზარმაზარ ზარალს. ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნა კოვალევმა.

ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავებას ლიმანსკის, ავდეევსკისა და მარინსკის მიმართულებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა