გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სი ძინპინმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს

ნახვები: 412 სი ძინპინმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს

„ჩაინა დეილი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრის შესახებ წერს.

როგორც ჩინური გამოცემა იუწყება, სი ძინპინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩენგდუში შედგა.

„ჩინეთსა და საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე ორმა ქვეყანამ განამტკიცა პოლიტიკური ურთიერთნდობა და მიაღწია დიდი წარმატებას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა სი ძინპინმა.

„ჩაინა დეილის“ ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.

„ეს არის ახალი საწყისი წერტილი, ჩინეთმა და საქართველომ უნდა დაგეგმონ ურთიერთობები სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივით, ხელი შეუწყონ სტრატეგიული პარტნიორობის ჯანსაღ, მდგრად განვითარებას, მისცენ ბიძგი ორი ქვეყნის განვითარებასა და აღორძინებას“, – განაცხადა სი ძინპინმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა