გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ლოიდ ოსტინი - აშშ და ავსტრალია შეშფოთებული არიან ჩინეთის მცდელობებით, გავიდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგიდან

ნახვები: 407 ლოიდ ოსტინი - აშშ და ავსტრალია შეშფოთებული არიან ჩინეთის მცდელობებით, გავიდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგიდან

აშშ და ავსტრალია შეშფოთებული არიან ჩინეთის მცდელობებით, გავიდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგიდან, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი ახორციელებს შემაშფოთებელ იძულებას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით, რის გამოც აშშ გააგრძელებს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას, რადგან ისინი თავს იცავენ ჩინეთის მხრიდან დაშინებისგან.

„ორ ქვეყანას შორის ალიანსი არის ავსტრალიის ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მსოფლმხედველობის საფუძველი“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამთავრობო დელეგაციამ ავსტრალიაში ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების შეთანხმების, რეგიონული უსაფრთხოებისა და სუფთა ენერგეტიკის შესახებ ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა