გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ უკრაინელი ქალიც დააკავა

ნახვები: 792 ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ უკრაინელი ქალიც დააკავა

ბათუმში პოლიციის მიერ დაკავებულთა შორის უკრაინის მოქალაქეცაა. "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ხელბორკილი მხოლოდ იმიტომ დაადეს, რომ პროტესტზე უკრაინული დროშით მივიდა და აგრესორის მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ქალს პირადი დროშა და პირადი ნივთები ჩამოართვეს და ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშ მიყოფება.

" ეს არის უკრაინის მოქალაქის აკავება, ქალის, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის დროშა, რის გამოც დააკავეს ის, ჩამოართვეს დროშა და ტელეფონი. სი ამბოლბდა დაკავების დროს, რომ პირადი ნივთები ჩამოართვეს, ცანთა და არ აძლევდნენ დარეკვის შესაძლებლობას ოჯახის წევრებთან, ეს ჩანაწერშიც ნათლად ისმის. პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს, აკავებს საქართველოს მოქალაქეებს, ურკაინის მოქალაქეებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ფაქტი, რომცა რუსეთის მოქალაქეები ქვებს ისროდნენ იმ ფრაზების გაგონების შემეგ, რომელიც ყველასთვის ძალიან მისაღები და გასაგებია, მაგრამ პოლიცელები გვერდით დგანან  ათობით და რეაგირებას არ ახდენენ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა