გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

რომან გოცირიძე - პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია, საქართველოს კონსტიტუციით რომელიმე პარტია თუ ასაკრძალია, ეს „ხალხის ძალა“ და პრორუსული ძალები არიან

ნახვები: 463 რომან გოცირიძე - პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია, საქართველოს კონსტიტუციით რომელიმე პარტია თუ ასაკრძალია, ეს „ხალხის ძალა“ და პრორუსული ძალები არიან

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია და საქართველოს კონსტიტუციით თუ რომელიმე პარტიაა ასაკრძალი, ეს „ხალხის ძალა“ და პრორუსული ძალები არიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, ძალიან კარგია, რომ სოზარ სუბარმა მოლდოვა ახსენა, სადაც პრორუსული და კრემლის მიერ მართული პარტია აიკრძალა, რომელთა ლოზუნგები „ხალხის ძალის“ პოზიციას პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ემთხვევა.

„როგორც მოლდოვაში აიკრძალა ეს პარტია, საქართველოშიც ასე უნდა აიკრძალოს „ხალხის ძალა“. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საკითხს კენჭი ორჯერ უყარეს და თუ არ ვცდები, 46 ხმა ჰქონდათ. ეს არის სისულელე, იაფფასიან პიარზე აგებული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც საქართველოში რუსულ ინტერესებს პირდაპირ ემსახურებიან“, – განაცხადა გოცირიძემ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი დღეს გამოვიდა წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა