გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - უახლოვდება თუ არა ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციას?

ნახვები: 465 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - უახლოვდება თუ არა ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციას?

ლარის კურსთან დაკავშირებით, თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელი შეფასება უცვლელია. სავალუტო შემოდინებები ძლიერია. თუმცა, ლარის გამყარებული საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და დაბალი ინფლაცია, ლარის მხარდამჭერი არაა.

 

ამდენად, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მიმდინარე ზომიერი, თუმცა მაინც მერყეობა უფრო სენტიმენტებითა და სხვა შესაძლო ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული და ალბათობა დიდია, რომ მომდევნო თვეებში სავალუტო ბაზარზე გამყარების მიმართულებით ზეწოლა გაგრძელდეს. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, ეს უფრო სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვებში აისახება, ვიდრე ლარის მატერიალურ გამყარებაში.

 

მაშინ, როდესაც ლარის მერყეობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან თავის შეკავების არგუმენტია, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მიმდინარე კვირას, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა, უცვლელად დატოვებასთან შედარებით, უფრო მაღალია.

 

ლარის კურსს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი კვლავ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტი ლარია, თუმცა დაახლოებით მომდევნო 12 თვის, ვიდრე მიმდინარე პერსპექტივაში.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა