გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

დიმიტრი პესკოვი - მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა

ნახვები: 472 დიმიტრი პესკოვი - მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ბოლო იერიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გუშინ ვთქვი, რომ, ექსპერტული თვალსაზრისით, ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მხოლოდ სამხედროებმა. საფრთხე ნამდვილად არსებობს, ის აშკარაა, ზომები მიიღება“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ღამით უპილოტო საფრენი აპარატით კვლავ განხორციელდა რუსეთის დედაქალაქში „მასკვა სიტიზე“ თავდასხმა. შენობაში, რომელზეც იერიში მიიტანეს, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროა განთავსებული.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დაუდგენელი დრონი“ უფრო მეტი იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა