პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად თიბისი ლიზინგმა Developing World Markets-სგან 7.5 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

ნახვები: 503 მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად თიბისი ლიზინგმა Developing World Markets-სგან 7.5 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ლიზინგმა, აშშ-ში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ Developing World Markets („DWM“) - გან, 7,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც  საქართველოში სალიზინგო კომპანიასთან DWM-ის პირველ ტრანზაქციაა და ქვეყანაში DWM-ის ინვესტიციას 32 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის.

მოზიდული ფინანსური სახსრები განკუთვნილია ადგილობრივი მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობის დასაფინანსებლად და მათი მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

მცირე და საშუალო ბიზნესები საქართველოს სამეწარმეო ლანდშაფტზე დომინირებენ და მათზე  მთლიანი წარმოების ღირებულების 55% და კერძო სექტორის ბრუნვის 35% მოდის, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უჭირავთ. თიბისი ლიზინგი აგრძელებს თავისი მისიის მხარდაჭერას - ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მათთვის აქტივის დაფინანსების ინოვაციური, მოქნილი და მორგებული სალიზინგო შეთავაზებების გზით.

 „მოხარული ვართ, რომ დავასრულეთ ტრანზაქცია და გავხდით DWM-ის ფინანსური პარტნიორი ინსტიტუტი. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს ალტერნატიული დაფინანსების გზების ხელმისაწვდომობაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ტრანზაქცია ასახავს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს ინოვაციური, მოქნილი და მორგებული აქტივების დაფინანსების შეთავაზებით.  ეს პარტნიორობა გამოხატავს ორივე ორგანიზაციის თანამშრომლობის სურვილს და ჩვენ მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერ პარტნიორობას,“ - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„DWM-ის მიზანია წვლილი შეიტანოს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინკლუზიურ, მდგრად ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით. თიბისი ლიზინგთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ამ მიზანს. თიბისი ლიზინგი არის უმსხვილესი ლიზინგის პროვაიდერი საქართველოში და ლიდერი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში და მოხარული ვართ, რომ მათთან პირველად ვთანამშრომლობთ,“ - ნაიმჯონ მასაიდოვი, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა